
ახალგაზრდობის სკვერში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო საბრძოლო ტექნიკის გამოფენა. მუნიციპალიტეტში არსებულმა სახელოვნებო,სპორტულმა და საგანმანათლებლო ააიპებმა შემოქმედებითი კუთხეები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. დღესვე გაიმართა მინი ტურნირი ნარდში, ჭადრაკში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში. გამარჯვებული მონაწილეები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. ახალგაზრდობის სკვერში, პირველი პარლამენტარი ქალების ფოტო გამოფენა მოეწყო.