
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა ინტენსიურად ხორციელდება.

ამ ეტაპზე შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია სოფელ დიმში ე.წ კოხოძე- შალამბერიძეების უბანში მიმდინარეობს.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა- ბეტონის საფარი იგება, რომლის
დასრულების შემდეგ მოეწყობა სანიაღვრეები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ” მეკა” აწარმოებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.