
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) იდეების საგრანტო კონკურსის ფარგლებში -“მუნიციპალური მომსახურების ინოვაციური განვითარების პროექტები” – 25 000 ლარის დაფინანსება მიიღო, რაც სოფელ პირველ ობჩაში ბიბლიოთეკასთან არსებული ინოვაციური კლუბის მოწყობისთვის ინვენტარის შესყიდვას მოხმარდა.

საგრანტო კონკურსი “მუნიციპალური მომსახურების ინოვაციური განვითარების პროექტები” ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.

სოფელ ობჩაში არსებულ ბიბლიოთეკას კომპიუტერები, ლეპტოპი, პროექტორი, პრინტერი, დინამიკი, ავეჯი და სხვა ინვენტარი NALAG-მა გადასცა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეძენილი ინვენტარით პირველი და მეორე ობჩის სოფლის ახალგაზრდები ინოვაციური კლუბის ფარგლებში ისარგებლებენს.
ინოვაციური კლუბი იქნება ახალგაზრდული იდეების კრეატიული ლაბორატორია – სადაც ახალგაზრდები იმუშავებენ საკუთარ იდეების განვითარებასა და განხორციელებაზე, შეისწავლიან მოთხოვნად უნარებს და რეალურ პროექტებში ჩაერთვებიან.

ინოვაციური კლუბი სოფელ პირველი ობჩის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება.