
26 მაისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ახალგაზრდობის სკვერში. (მერიის მიმდებარე ტერიტორია).

11:30 საათი – ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობა. საკათედრო ტაძრის ეზო;

12:00 საათი – ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ანსამბლი, საქართველოს ჰიმნს შეასრულებს;

12:30 საათი -საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თემატური ფოტო გამოფენა. ასევე იქნება წარმოდგენილი, ადგილობრივი მეწარმეების ხელთნაკეთი ნამუშევრების გამოფენა- მასტერკლასები, მუნიციპალიტეტში არსებული სახელოვნებო აიპები დამოუკიდებლობის დღის თემატიკაზე წარმოადგენენ თავიანთი აღსაზრდელების ნამუშევრებს.

12:30 თავდაცვის ძალების იარაღის და ტექნიკის გამოფენა.

13:00 საათი -მინი ტურნირი ნარდში, ჭადრაკში, ბოჩასა და მკლავჭიდში;
გამარჯვებულ მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააჯილდოებს.

14:00 საათი ზაზა კილასონია და ბენდი (კულტურის სახლის შენობა)