ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს მორიგი სხდომა გამართა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტივე საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგიძე უძღვებოდა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. არასამეწარმეო(არაკომერციული) იურდიული პირი – “ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის ანგარიში 2020 წელში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს. ბიძინა ჯაბიძე – არასამეწარმეო(არაკომერციული) იურდიული პირი –
“ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის დირექტორი.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კობა მშვილდაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
მომხს. გვანცა გრძელიძე- საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
3. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის № 112 დადგენილებით დამტკიცებულ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მომხს. გვანცა გრძელიძე- საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ობჩაში 27-ე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ;
მომხს. გვანცა გრძელიძე- საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, ფრაქციის რეგისტრაციის ცნობად მიღების შესახებ;
მომხს. გვანცა გრძელიძე- საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
6. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ეთიკისა და ქცევის წესების შესახებ.
მომხს. გვანცა გრძელიძე- საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
7. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მშენებლობის და რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ.
მომხს. დიმიტრი თედოშვილი – მუნიციპალიტეტის მერიის
არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი.
8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.
მომხს. მირიან ფულარიანი – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი;
9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხს. მირიან ფულარიანი – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი;
10. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი სააუქციონო ყოველწლიური საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ.
მომხს. მირიან ფულარიანი – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი;
11. ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბაღდათში წერეთლის ქ. #10-ში მდებარე, სოფ. დიმის ყოფილი საკრებულოს შენობის პირველ სართულზე მდებარე ფართებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, საწყისი სააუქციონო ყოველწლიური საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №42 89 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხს. მირიან ფულარიანი – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი