
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, ცაგარეიშვილების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

დასრულებულ სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

სოფელ როხში, ცაგარეიშვილების უბანში დაიგო რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები და ცხაურები, დაიხაზა და განთავსდა საგზაო ნიშნები. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

სოფელ როხის, ცაგარეიშვილების უბნით როგორც ადგილობრივები, ასევე რამდენიმე სოფლების მოსახლეობა სარგებლობს.