ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში იასპარეზეს.
აქტივობებში მონაწილე შშმ პირებს საჩუქრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა გადასცეს. დღესვე იმ შშმ პირებს, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით იღებენ, მაისურები გადაეცათ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტული ღონისძიება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აღინიშნა.