
მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ პირებმა სპორტულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი შაშში, ნარდსა და ბოჩაში ბაღდათის სპორტ -სკოლაში გაიმართა, გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე მერაბ ზირაქაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, დეპუტატებმა და მერიის კულტურის, სოციალური სამსახურების სპორტსკოლის წარმომადგენლებმა გადასცეს.