ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, იმ წარმატებულ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში 100%- იანი დაფინანსება მოიპოვეს.
“ყველა აბიტურიენტს ვულოცავ ცხოვრების ახლი ეტაპის დაწყებას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. ვიმედოვნებ რომ,
თქვენს მიერ მიღებული ცოდნით ხელს შეუწყობთ ბაღდათის მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებას” აცხადებს ბაღდათის მერი კახა ენუქიძე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 100%-იანი დაფინანსება უმაღლეს სასწავლებელში სამმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
გიორგი ლომინაშილი- ბაღდათის მეორე საჯარო სკოლა.
მარიამ ლომინაშვილი- ბაღდათის მეორე საჯარო სკოლა.
რომან გუმბერიძე- დიმის მეორე საჯარო სკოლა.
წარმატებულ აბიტურიენტებთან შეხვედრას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო მშილდაძე ესწრებოდა.
წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან დაფინასება 19 აბიტურიენტმა მოიპოვა.