
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მოადგილე მერაბ ზირაქაძესთან, საკრებულოს პირველ მოადგილე გურამ კიკნაველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს სამამულო ომში გმირულად დაღუპულ ვლადიმერ გუბელაძის ძეგლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

დღესვე მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს,სოფელ წითელხევში სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
მამა ილია ( კოტორეიშვილმა) კი გარდაცვლილთა მოსახსენებელი პანაშვიდ გადაიხადა.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა, სამამულო ომში საქართველოდან 700 ათასი ქართველი იბრძოდა, აქედან 300 ათასი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.