სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
გაცნობებთ, რომ 2026 წლის 27 მარტს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა დაგეგმილი საქმიანობის (ქ. ბაღდათში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკანალიზაციო სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია) გზშ-ის ანგარიშის დაზუსტებული დოკუმენტაცია. შესაბამისი განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/efa93b07-22ca-41ab-b421-a85a12dfbe3f.
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ
დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ
წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). გთხოვთ, უზრუნველყოთ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი განცხადების განთავსება თქვენი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის გამოგზავნა ფოტომასალის სახით.
დამატებითი დოკუმენტაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
ბაღდათი – NEA comments პასუხებით საბოლოო
დანართი 1 – გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა
დანართი 3 – მდინარე ხანისწყლის აუზის მოკლე ჰიდროგრაფიული დახასიათება
დანართი 4 – დატბორვის შეფასების ანალიზი




