
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, სოფელ ვარციხეში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

ვარციხეში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რამდენიმე ლოკაციაზე, ნიაღვარ გამტარი მილხიდების მშენებლობა მიმდინარეობს.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებია სოფელ ზედა დიმშიც, სადაც ეწყობა საყრდენი კედლები.

მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული სამუშაოები სტიქიის ფონდიდან ფინანსდება.