საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 10 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო 10 საკითხი:
.ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების მიმოხილვა. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12/03/2024 Nგ-67.6724072001 N7 განკარგულებაში, ,„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2024 წელს განსაზღვრული დაფინანსების დასახლებების მიხედვით განაწილების და შერჩეული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს. კახა მსხვილიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.
.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამუსიკო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების ანგარიში 2023-2024 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ლარისა ცერცვაძე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამუსიკო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი.
. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
. სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, „ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის“ შესახებ. მომხს. მურად ბურჯანაძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სასახურის უფროსი.
.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით (იჯარა) განკარგვაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემისა და საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი.
. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი/მოძრავი) სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსთვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სასახურის უფროსი.
.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში დამტკიცების შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სასახურის უფროსი.
. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმაში დამტკიცების შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სასახურის უფროსი.