ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, იმერეთის განვითარების ცენტრ “World Vision საქართველო“-ს წარმომადგენლებს, პროექტ „ადრეული სკოლამდელი განათლების“ ინიციატივის, სათემო ადვოკატირება და სამოქალაქო ხელშეწყობის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრას მერთან ერთად ა.ა.ი.პ სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების , მერიის სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და სკოლამდელი დაწესებულებების ბაზაზე არსებული მშობელთა საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე სკოლამდელი დაწესებულებების ბაზაზე არსებული მშობელთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს , რაც ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღებისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასასრულს გაიწერა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განხორციელდება სკოლამდელი დაწესებულებების როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სასწავლო პროცესისთვის საჭირო რეკვიზიტების და სათამაშოების განახლება.