7 მარტს
11:00 საათზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მსვლელობას.
მის. ბაღდათი წერეთლის #9
დღის წესრიგი:
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში: „ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2024 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. კახა ენუქიძე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში: „მუნიციპალიტეტის 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესრულების შესახებ“. მომხს. ანტონ ქარაბაკი – მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრციული სამსახურის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
3. “ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ “ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 დეკემბრის № 15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. ნატო ნატრიაშვილი – მუნიციპლიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.
4. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ივლისის № 112 დადგენილებით დამტკიცებულ ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
5. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.